როგორ მოვამზადოთ იტალიური ნაყინი

როგორ მოვამზადოთ იტალიური ნაყინი

მოსამზადებლად დაგვჭირდება: ნაღები – 500 გრამი; შაქრის პუდრა – 180 გრამი; კვერცხი – 5 ცალი; შავი შოკოლადი – 50 ან 70 გრამი; კაკაო – გემოვნებით,ნაყინის მოსართავად. მომზადების წესი კი შემდეგია: კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად გათეთრებამდე, ცილა ავთქვიფოთ … Continue reading

როგორ მოვამზადოთ “პასტა ბოლონეზე”

როგორ მოვამზადოთ “პასტა ბოლონეზე”

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ზეითუნის ზეთი – 30 მილილიტრი; ფარში – 450 გრამი; სასურველია, იყოს ღორისა და ძროხის ხორცის ნაზავი; მარილი ჩაის კოვზის წვერით, სპაგეტი – 300 გრამი; მთავარია იყოს იტალიური, ყველი – 100 გრამი; ხახვი – 1 თავი; ნიორი – 5 … Continue reading

როგორ მოვამზადოთ პიცა

როგორ მოვამზადოთ პიცა

პიცის ცომი მოსამზადებლად დაგვჭირდება: ფქვილი – 700 გრამი; საფუარი – 4 ჩაის კოვზი; წყალი – 400 ან 500 მილილიტრი; ზეითუნის ზეთი – 5 სუფრის კოვზი; მარილი – 1/2 ჩაის კოვზი; შაქარი – 1 მწიკვი. მომზადების წესი კი შემდეგია: პიცაში შეიძლება … Continue reading

ფოტოკონკურს Annual Photo Contest-ის გამარჯვებული ნამუშევრები

ფოტოკონკურს Annual Photo Contest-ის გამარჯვებული ნამუშევრები

გამოქვეყნდა ფოტოკონკურს – Annual Photo Contest–ის 60 გამარჯვებული, რომელიც რიგით მე–11 გახლავთ და სადაც 132 ქვეყნის 50 000 ფოტოგრაფი, 6 კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ კი გამარჯვებული ფოტოებიდან ამჯერად რამდენიმე შევარჩიეთ თქვენთვის, რომლებიც ბუნების თემატიკას განეკუთვნება.           … Continue reading

საინტერესო ფაქტები მწერების შესახებ

საინტერესო ფაქტები მწერების შესახებ

დედამიწაზე იმდენი მწერი ცხოვრობს, რომ თითოეულ ადამიანზე დაახლოებით 250 მილიონი მოდის. მათი 15 პროცენტი მტაცებელია, 5 პროცენტი – სისხლისმსმელი. მსოფლიო მოსავალის 25-39 პროცენტს ყოველწლიურად სწორედ მწერები ანადგურებენ. კოღოების 80 პროცენტი შინაური ცხოველებისა და ადამიანების სისხლით იკვებება. ჭიანჭველას თავის წონასთან შედარებით … Continue reading

დეკანოზი თავმას ჩოხელი – აყვავებულა იასამანი

10152014_671809419542810_6129634765135008687_n

 

 

 

 

 

გაზაფხულდა და ვარდი მაისობს,
გაზაფხულდა და თოვს,
აყვავებულა იასამანი,
თეთრად და ლურჯად შორს.
თოვლი დამდნარა ნაკადულებად,
კაკაბი უხმობს გნოლს,
ბარში მერცხლებმა შეკრეს კამარა,
მთაში კი მაინც თოვს.
ადიდებულა მდინარეები,
სწორი დაეძებს სწორს,
ხეებს კვირტები აუსხამს აბჯრად,
მწვანედ მოსავენ მოლს.
მოუტეხიათ იასამანი,
ცრემლი ჩამოსდის რტოს,
ყვავილთა შორის ფუტკარი ფრინავს,
ვერ შეაჩერებ დროს.
ქარმა ფოთლები ააშრიალა,
მზე ამოსცილდა გორს,
სითბო სიცივეს შესცილებია,
ჩანჩქერი აფრქვევს ბროლს.
ცის სილურჯეში მოსჩანს ღრუბლები,
წვიმა ასველებს წნორს,
აყვავებულა იასამანი,
თეთრად და ლურჯად შორს.

ირაკლი გაფრინდაშვილი – გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში

544099_491759677547786_1787269687_n

 

 

 

 

გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში,
გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში.
შენს ნაწნავში ბზის ჩატნევა და დამალვა ქვევრში,
მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში.
შატილის ცის ვარსკვლავები არეკლილი თვალში,
ჩარგლის ფერდზე შემოდგომა, მოლოდინი ზამთრის.
მიყვარს შენი ტკბილი სუნი, ფოთიალი თმაში…
სავსე მთვარის სიყვითლე და მოლოდინი ავდრის.
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა…
მინდა შენთვის ზვრების გაშლა და სიცოცხლე ვაზის.
დაბრუნებულ წისქვილს უსწრებს შენით გულის შფოთვა
და სიკვდილი მირჩევნია შენთან გაყრას ამ გზი…

ირაკლი გაფრინდაშვილი