დეკანოზი თავმას ჩოხელი – აყვავებულა იასამანი

10152014_671809419542810_6129634765135008687_n

 

 

 

 

 

გაზაფხულდა და ვარდი მაისობს,
გაზაფხულდა და თოვს,
აყვავებულა იასამანი,
თეთრად და ლურჯად შორს.
თოვლი დამდნარა ნაკადულებად,
კაკაბი უხმობს გნოლს,
ბარში მერცხლებმა შეკრეს კამარა,
მთაში კი მაინც თოვს.
ადიდებულა მდინარეები,
სწორი დაეძებს სწორს,
ხეებს კვირტები აუსხამს აბჯრად,
მწვანედ მოსავენ მოლს.
მოუტეხიათ იასამანი,
ცრემლი ჩამოსდის რტოს,
ყვავილთა შორის ფუტკარი ფრინავს,
ვერ შეაჩერებ დროს.
ქარმა ფოთლები ააშრიალა,
მზე ამოსცილდა გორს,
სითბო სიცივეს შესცილებია,
ჩანჩქერი აფრქვევს ბროლს.
ცის სილურჯეში მოსჩანს ღრუბლები,
წვიმა ასველებს წნორს,
აყვავებულა იასამანი,
თეთრად და ლურჯად შორს.

ირაკლი გაფრინდაშვილი – გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში

544099_491759677547786_1787269687_n

 

 

 

 

გაზაფხულის წვიმა მინდა მე აპრილის თქეში,
გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში.
შენს ნაწნავში ბზის ჩატნევა და დამალვა ქვევრში,
მზეზე თბილი კოცნა მინდა ღიმილის კუთხეში.
შატილის ცის ვარსკვლავები არეკლილი თვალში,
ჩარგლის ფერდზე შემოდგომა, მოლოდინი ზამთრის.
მიყვარს შენი ტკბილი სუნი, ფოთიალი თმაში…
სავსე მთვარის სიყვითლე და მოლოდინი ავდრის.
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს შენი მზის ქვეშ ყოფნა…
მინდა შენთვის ზვრების გაშლა და სიცოცხლე ვაზის.
დაბრუნებულ წისქვილს უსწრებს შენით გულის შფოთვა
და სიკვდილი მირჩევნია შენთან გაყრას ამ გზი…

ირაკლი გაფრინდაშვილი

მე შენ გაჩუქებ

მე შენ გაჩუქებ მთელს ფოთოლცვენას, გამიგონია არ კლავსო ნატვრა დღეს ოლიმპოდან გააგდეს ზევსი, გულჯავრიანი ნიმფებთან დათვრა… მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ, და მარტოობას ცლიდი კათხებად, თუკი გინახავს ირმების გუნდი როგორ შეკრთება, როგორ დაფრთხება, ისე დამფრთხალი გქონდა თვალები, როცა სამყაროს უვლიდი … Continue reading

უდაბნოში რომ აღმოვჩნდე

უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ, დასაწყისშივე გეტყვი რომ ო, რა მაგარი ქალი ხარ… შავი ღგვინის გაქვს ტუჩები, მაშინ როდესაც ლოთი ვარ და როცა თრობა მინდება, მე შენთან სტუმრად მოვდივარ აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში, იმას ალერსით … Continue reading

ზურა სალუქვაძე: მაპატიე

large (3)

მაპატიე გუშინდელი ყურადღება

გუშინდელი სიყვარულიც მაპატიე,

ის გვირილა მაპატიე რომ მოვწყვიტე,

მაპატიე მთელი გულით მაპატიე.

იასამნის სურნელი და ბედისწერაც,

მაპატიე გაზაფხულზე რომ დაიწყო,

ახლა შორს ვარ სიყვარული გავაცილე,

მაპატიე … მიყვარხარო არ დამიწყო.

ის თვალებიც მაპატიე … ჩამქრალია,

სიყვარული გამომგლიჯა სიამაყემ,

ალბათ სადმე ჩემს შვილებთან გაგიხსენებ,

აი ასე რომ მიყვარდი ვიამაყებ.

მაპატიე ის წვიმაც და ღამის ცეკვაც,

მთვარის შუქზე ჩემი ლექსიც მაპატიე,

ეკლესიის კიბეებთან დადებული,

ფიცი რო ვთქვი… აი ისიც მაპატიე.

მივდივარ და გულით მიმაქვს ერთგულება,

დავაძალებ გრძნობის ფიქრებს ალბათ სხვამდე,

მაპატიე… ეს ღიმილიც მაპატიე,

მაპატიე რომ მიყვარდი ტირილამდე.

სულს ვერ გადაღლით

ვერ დამაჩოქებთ,ცდები თქვენი უშედეგოა, ვერ დამიმონებთ რომ გაიგოთ ჩემი ფიქრები, ნამუსლეწილნო თქვენი ღამე უიმედოა! შეთენებულზე ბედნიერი თქვენზე ვიქნები. თქვენგან სხვაობა, ერთმანეთთან უფრო დიდია, რადგან მე ვიცი სიყვარული ჩემი სიმართლის, ჩემთვის დაწნილი უფრო მკვრივი,ბეწვის ხიდია, გადაჭიმული სიბნელიდან ლამაზ რიჟრაჟის. აღვიქვამ ნათელს, … Continue reading

იასამანი _ ანზორ სალუქვაძე

გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები.

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამნები!
მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი
,
გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,
ქალივით ჩურჩულებს იასამანი,
თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.
ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში…
ასეთ მაისებში გზაა სავალი!
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამანი!

შავი ფერი – ირაკლი ჩარკვიანი

შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდად!
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.
ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს,
ვინც ახლა არ გაიღვიძებს,

ის სამშობლოს კარგავს.

° * ° * ° * °

ღამის ჩამიჩუმი,ნაზი სიოს კოცნა, ცაში ვარსკვლავი და მთვარის ჩუმი ბოდვა, ფიქრს რომ გავურბივარ,ნეტავ არ მეკოცნა, წამებს გავექცევი? -ალბათ ვერა,ასეც მოხდა. ცაში დაკარგული ფიქრთა დიდი კონა ერთურთს არევია,გულში ქარებია, გრძნობას მორევია,ქარებს აჰყოლია, ბოლოს მოსულა და ჩუმად დამტყობია. ლექსად დაწერილი ღამის ისტორია, … Continue reading