როგორ მოვამზადოთ იტალიური ნაყინი

93__rogor-movamzadot-nayini-saxlis-pirobebshi

მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ნაღები – 500 გრამი;
შაქრის პუდრა – 180 გრამი;
კვერცხი – 5 ცალი;
შავი შოკოლადი – 50 ან 70 გრამი;
კაკაო – გემოვნებით,ნაყინის მოსართავად.

მომზადების წესი კი შემდეგია: კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად გათეთრებამდე, ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, ნელ–ნელა ავურიოთ ყველა ინგრედიენტთან ერთად და თანდათან დავამატოთ გახეხილი შოკოლადი. ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და შევდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით. მირთმევის წინ, ნაყინი შეგვიძლია მოვრთოთ კაკაოთი.

დატოვე კომენტარი