გავაკეთოთ ჩვენი ხელით სამკაულები :)

გავაკეთოთ ჩვენი ხელით სამკაულები :)

                                 

მამა გაბრიელის სიტყვები…

პატარა ბიჭუნამ ჰკითხა დედას,,რატომ ტირიხარ?,,დედამ კი უპასუხა,,იმიტომ რომ ქალი ვარ,,,,მე არ მესმის,,უპასუხა ბავშვმა,დედა ჩაეხუტა მას და უთხრა,,და ვერც ვერასდროს გაიგებ,,მოგვიანებით ბიჭმა მამას ჰკითხა,,მამი რატომ ტირის დედა ასე ხშირად?,,,,ყველა ქალი ტირის უმიზეზოდ,,უპასუხა მამამ,ეს ყველაფერია რის თქმაც მან შეძლო.ბიჭი გაიზარდა და ამ დრომდე აინტერესებს რატო ტირიან ხშირად ქალები ბოლოს და ბოლოს მან ღმერთს მიმართადა ჰკითხა,,ღმერთო რატომ ტირიან ქალები ასე ხშირად?,,ღმერთმა უპასუხა,,ქალი განსაკუთრებულია,მე მას საკმარისად ძლიერი მხრები მივეცი რომ მან მთელ მსოფლიოს გაუძლოს,და ამავე დროს საკმაოდ რბილი კომფორტის მისაცემად,მე მას შინაგანი ძალა მივეცი რომ მშობიარობა აიტანოს და უარყოფითი დამოკიდებულება ხშირად შვილისგანაც კი,მე მას სისასტიკე მივეცი რომ მან სვლა განაგრძოს მაშინაც კი როცა ირგვლივ ყველა გაჩერდება და იზრუნოს ოჯახზე წუწუნისა და დაღლის გარეშე,მე მას მგრძნობიარობა მივეცი რომ უყვარდეს თავისი შვილები ნებისმიერ შემთხვევაში მაშინაც კი როცა შვილი მას ტკივილს აყენებს,მე მას ძალა მივეცი რომ ქმარს ემორჩილებოდეს,მე მას სიბრძნე მივეცი,რომ იცოდე რომ კარგი ქმარი არასდროს აწყენიებს და არასდროს მიაყენებს ტკივილს,და ბოლოს მე მას ცრემლი მივეცი და იგი ცრემლს მხოლოდ მაშინ ღვრის როცა ამის აუცილებლობაა,შვილო ჩემო-,,განაგრძობდა ღმერთი,,-ქალის სილამაზე არა მის სხეულსა ან ჩაცმულობაშია,არც მის თმაში,ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახო იმიტომ რომ მისი თვალები კარია მისი გულისაკენ-იმ ადგილისაკენ სადაც სიყვარული ცხოვრობს…
ავტორი: მამა გაბრიელი

ზურა სალუქვაძე: მაპატიე

large (3)

მაპატიე გუშინდელი ყურადღება

გუშინდელი სიყვარულიც მაპატიე,

ის გვირილა მაპატიე რომ მოვწყვიტე,

მაპატიე მთელი გულით მაპატიე.

იასამნის სურნელი და ბედისწერაც,

მაპატიე გაზაფხულზე რომ დაიწყო,

ახლა შორს ვარ სიყვარული გავაცილე,

მაპატიე … მიყვარხარო არ დამიწყო.

ის თვალებიც მაპატიე … ჩამქრალია,

სიყვარული გამომგლიჯა სიამაყემ,

ალბათ სადმე ჩემს შვილებთან გაგიხსენებ,

აი ასე რომ მიყვარდი ვიამაყებ.

მაპატიე ის წვიმაც და ღამის ცეკვაც,

მთვარის შუქზე ჩემი ლექსიც მაპატიე,

ეკლესიის კიბეებთან დადებული,

ფიცი რო ვთქვი… აი ისიც მაპატიე.

მივდივარ და გულით მიმაქვს ერთგულება,

დავაძალებ გრძნობის ფიქრებს ალბათ სხვამდე,

მაპატიე… ეს ღიმილიც მაპატიე,

მაპატიე რომ მიყვარდი ტირილამდე.

foto

foto

    იცეკვე ისე,თითქოს არავინ არ გიყურებს.იმღერე ისე,თითქოს არავის არ ესმის შენი.გიყვარდეს ისე,თითქოს შენთვის არასდროს არ უღალატიად და იცხოვრე ისე,თითქოს დედამიწა-სამოთხეა ეს ჩემი თეატრია და თუ თქვენ არ გაწყობთ სცენარი და თქვენი როლი-დაიკავეთ მაყურებლის ადგილი თუ გოგო ტირის ბიჭის გამო, … Continue reading

სულს ვერ გადაღლით

ვერ დამაჩოქებთ,ცდები თქვენი უშედეგოა, ვერ დამიმონებთ რომ გაიგოთ ჩემი ფიქრები, ნამუსლეწილნო თქვენი ღამე უიმედოა! შეთენებულზე ბედნიერი თქვენზე ვიქნები. თქვენგან სხვაობა, ერთმანეთთან უფრო დიდია, რადგან მე ვიცი სიყვარული ჩემი სიმართლის, ჩემთვის დაწნილი უფრო მკვრივი,ბეწვის ხიდია, გადაჭიმული სიბნელიდან ლამაზ რიჟრაჟის. აღვიქვამ ნათელს, … Continue reading

იასამანი _ ანზორ სალუქვაძე

გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,

ასეთ სილამაზეს მივესალმები.

ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამნები!
მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი
,
გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,
ქალივით ჩურჩულებს იასამანი,
თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.
ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში…
ასეთ მაისებში გზაა სავალი!
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამანი!