ყოველდღიური ჰოროსკოპი 22.2.2014.

ვერძი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს განწყობაზე. შეხვდით საინტერესო ადამიანებს. დაიმუხტეთ სასიამოვნო და პოზიტიური ენერგიით.

კურო
მოერიდეთ მოშურნეებსა და არაკეთილისმსურველებთან ურთიერთობას. აგრეთვე – მათთან კამათს. დღე ახლობელი, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

ტყუპი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. კარგი დღეა სასურველის მისაღებად. განსაკუთრებით გაგიმართლებთ პირად ცხოვრებაში. მოაწესრიგეთ იგი.

კირჩხიბი
დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. მთავარია, არ შეუშინდეთ და ყველაფერს მომზადებული დახვდეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რაც მომავალში შეიძლება მეგობრობით ან ქორწინებით დასრულდეს.

ლომი
კარგი დღეა სულიერი და ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. დღეს შეიძლება თქვენ გარშემო საინტერესო ადამიანები შეგროვდნენ, მათთან საუბრისას კი ახალი იდეები დაგებადოთ.

ქალწული
დღეს შეიძლება საიდუმლოებებს ახადოთ ფარდა ან ისეთი ადამიანი შეგხვდეთ, ვინც ყველაფერს დაუფარავად მოგიყვებათ. დაფიქრდით, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდეთ.

სასწორი
ეცადეთ ბუნებრივი იყოთ, განსაკუთრებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. უნიღბოდ ცხოვრება უფრო მეტ დადებით ემოციას შეგმატებთ.

მორიელი
თუ იფიქრებთ, რომ ყველაზე უკეთ ხართ ინფორმირებული, წააგებთ. ეცადეთ, საქმის კურსში გაერკვეთ, გამოიკითხოთ დეტალები. და რაც მთავარია, ნუ იკამათებთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთან.

მშვილდოსანი
სანამ სხვებს დაარიგებდეთ, რა და როგორ გააკეთონ, თავად დაიწყეთ მუშაობა. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

თხის რქა
დღეს ყველას განმკითხავი და რჩევის მიმცემი უნდა გახდეთ. ეცადეთ, არავინ გაანაწყენოთ და დიპლომატურად მოაგვარეთ კონფლიქტები.

მერწყული
კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარელად. ნუ დაგეზარებათ სხვა საქმეების კეთებაც. გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მოინდომოთ, ყველაფერი გამოგივათ.

თევზები
მოერიდეთ ხანგრძლივ დისკუსიებსა და კამათს. განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. მოსალოდნელია საჩუქრები და სტუმრიანობა.

დატოვე კომენტარი